„ფიზიკურად გადაღლილი მოვიდა“ | სპორტინგის მწვრთნელმა ქოჩორაშვილზე ისაუბრა
„სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუი ბორჟესმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. „ლომები“ პორტუგალიის ჩემპიონატის პირველი ტურისთვის ემზადებიან და ბორჟესს გიორგი ქოჩორაშვილზე დაუსვეს შეკითხვა.
„მზად არიან თუ არა ქოჩორაშვილი და სუარესი პირველივე წუთიდან სათამაშოდ? სპორტინგში გადმოსვლამდე, გიორგის ძალიან, ძალიან რთული სეზონი ჰქონდა და ჩვენთან ფიზიკურად გადაღლილი მოვიდა. ლევანტეში ჩატარებული გრძელი და რთული სეზონის გამო, მოგვიწია მასთან მიმართებით, საწყის ეტაპზე სიფრთხილე გამოგვეჩინა.
ამ წუთისთვის, ქოჩორაშვილი და სუარესი არიან ფეხბურთელები, რომლებიც პოზიტიურად რეაგირებენ. ვნახოთ, რა მოხდება. ისინი მწვრთნელისგან მიღებულ შანსებს უნდა დაელოდონ.“
შეგახსენებთ, რომ „სპორტინგმა“ ახალი სეზონის პირველი ოფიციალური შეხვედრა სუპერ თასზე გამართა და „ბენფიკასთან“ 0:1 დამარცხდა. ქოჩორაშვილი მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა და „ლომების“ რიგებში ოფიციალური დებიუტიც ჰქონდა.
გეტყვით იმასაც, რომ „სპორტინგის“ მომდევნო მეტოქე „კასე პია“ გახლავთ. მატჩი 8 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით, 23:15-ზე დაიწყება.