პაუ კუბარსი, ლამინ იამალი, ჟოაუ ნევეში, კენან ილდიზი, დეზირე დუე, როდრიგო მორა, დინ ჰოისენი
Aa
Aa

იამალი, დუე, ნევეში და სხვები - კოპას ჯილდოს 10 ნომინანტი ცნობილია

ფრანგულმა ჟურნალმა France Football-მა 2025 წლის რაიმონდ კოპას და ლევ იაშინის სახელობის ჯილდოების  ნომინანტები დაასახელა.

კოპას ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს გადაეცემა და ამჯერად ამ ჯილდოსთვის შემდეგი ფეხბურთელები იბრძოლებენ:

პაუ კუბარსი (ბარსელონა, ესპანეთი), აიუბ ბუადი (ლილი, საფრანგეთი), დეზირე დუე (პსჟ, საფრანგეთი), ესტევაო ვილიანი (ჩელსი, ბრაზილია), დინ ჰოისენი (რეალი, ესპანეთი), მაილს ლიუის-სკელი (არსენალი, ინგლისი), როდრიგო მორა (პორტუ, პორტუგალია), ჟოაუ ნევეში (პსჟ, პორტუგალია), ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი) და კენან ილდიზი (იუვენტუსი, თურქეთი).

აქვე გეტყვით, რომ კოპას ჯილდო 2018 წლიდან გადაეცემა და მისი ლაურეატები არიან კილიან მბაპე (2018), მატეის დე ლიხტი (2019), პედრი (2021), გავი (2022), ჯუდ ბელინგემი (2023) და ლამინ იამალი (2024).

რაც შეეხება ლევ იაშინის ჯილდოს, ის წლის საუკეთესო მეკარეს გადაეცემა და მისთვის ამჯერად შემდეგი ფეხბურთელები იბრძოლებენ:

ალისონ ბეკერი (ლივერპული, ბრაზილია), იასინ ბონო (ალ-ჰილალი, მაროკო), ლუკა შევალიე (ლილი, საფრანგეთი), ტიბო კურტუა (რეალი, ბელგია), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, იტალია), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა), იან ობლაკი (ატლეტიკო, სლოვენია), დავიდ რაია (არსენალი, ესპანეთი), მატს სელსი (ნოტინგემი, ბელგია), იან ზომერი (ინტერი, შვეიცარია).

გამარჯვებულები 22 სექტემბერს, პარიზში დაგეგმილ დაჯილდოების ცერემონიაზე დასახელდება. 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ამაზე თხუთმეტი წლის შემდეგ ვისაუბროთ“ - პეპი იამალი-მესის შედარებაზე
„ამაზე თხუთმეტი წლის შემდეგ ვისაუბროთ“ - პეპი იამალი-მესის შედარებაზე