ოფიციალურად - კამარ ბოლდუინი მიუნხენის ბაიერნის კალათბურთელია
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული გამთამაშებელი, კამარ ბოლდუინი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ განაგრძობს.
გერმანული კლუბის ინფორმაციით, 27 წლის კალათბურთელთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, კიდევ 1 სეზონით გაგრძელების ოფციით.
შეგახსენებთ, რომ ბოლდუინი მანამდე „ბასკონიაში“ თამაშობდა. ის კლუბს შარშან შეუერთდა და ევროლიგაზე საშუალოდ 21 წუთში 7,1 ქულას, 1,7 მოხსნასა და 3,7 ასისტს აგროვებდა.
გეტყვით ასევე, რომ „ბასკონიაში“ გადასვლამდე კამარი „თურქ ტელეკომის“, „გიოტინგენის“, „მეინ სელტიკსის“ და „ტრენტოს“ ღირსებას იცავდა.