კამარ ბოლდუინი
Aa
Aa

კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე - ბოლდუინმა ბასკონია დატოვა

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა გამთამაშებელმა, კამარ ბოლდუინმა „ბასკონია“ დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ ესპანური კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლდუინს „ბასკონიასთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებდა, კალათბურთელისა და კლუბის გზები გაიყო“, - აღნიშნულია ესპანური კლუბის განცხადებაში.

ბოლდუინი „ბასკონიას“ შარშან შეუერთდა და ევროლიგაზე საშუალოდ 21 წუთში 7,1 ქულას, 1,7 მოხსნასა და 3,7 ასისტს აგროვებდა. „ბასკონიაში“ გადასვლამდე კამარი „თურქ ტელეკომის“, „გიოტინგენის“, „მეინ სელტიკსის“ და „ტრენტოს“ ღირსებას იცავდა.

ესპანური მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრების 27 წლის კალათბურთლის მომდევნო კლუბი მიუნხენის „ბაიერნი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბექა ბურჯანაძე გრანადაში ითამაშებს
ბექა ბურჯანაძე გრანადაში ითამაშებს