ოფიციალურად | ბარსელონამ შენგელიას ტრანსფერი დაადასტურა
თორნიკე შენგელია კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. კატალონიურმა გრანდმა ქართველი კალათბურთელის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა და სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით გულშემატკივრებს სიახლის შესახებ აუწყა.
Consulta aquí tots els detalls ????https://t.co/qpwTBcX9Mh
— Barça Basket (@FCBbasket) July 21, 2025
„თორნიკე შენგელია, რომელიც საკალათბურთო სამყაროსთვის „თოკოს“ მეტსახელითაა ცნობილი, ბარსელონას ახალი მოთამაშეა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა გუნდთან 2028 წლის 30 ივნისამდე გათვლილი ხელშეკრულება გააფორმა.
33 წლის შენგელია ძალიან გამოცდილი მოთამაშეა, რომელსაც ბრწყინვალე სამუშაო ეთიკა აქვს და თავდადების, თავგანწირვისა და ხარისხის წყალობით, თავი ყველა ყოფილ კლუბში გამოიჩინა“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ცნობისთვის, შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ ტრიუმფატორის სტატუსით ტოვებს. მისი გუნდი იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, შენგელიამ კი ფინალური სერიის MVP-ის ჯილდო დაისაკუთრა.