ჩიმაევი: „მიზანი სამი დივიზიონის ჩემპიონობაა“
ბოლო პერიოდში UFC-ის სამი დივიზიონის ჩემპიონობაზე სურვილი და პრეტენზია საჯაროდ მხოლოდ ერთ მებრძოლს, ილია თოფურიას ჰქონდა გაცხადებული და ახლა უკვე ხამზატ ჩიმაევის სახით კიდევ ერთი გამოჩნდა. თუმცა, განსხვავება იმაშია, რომ ქართველმა „ელ მატადორმა“ უკვე მოასწრო და როგორც ქვემსუბუქი, ასევე მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა, ხოლო ჩიმაევს ჯერ არც ერთი წონის საჩემპიონო ქამარი არ მოუგია, თუმცა ამბიციები აშკარად არ აკლია.
ხამზატ ჩიმაევი
დუ პლესისთან გამარჯვების შემდეგ, თავისუფლად შემიძლია წონის დაკლება და საინტერესო იქნება ქვესაშუალო დივიზიონში ჯეკ დელა მადალენასთან დაპირისპირება. თუმცა, არ გეგონოთ, რომ ამაზე გაჩერებას ვაპირებდე, რადგან მიზნად სამი წონის ჩემპიონობას ვისახავ და შესაბამისად, ქვემძიმე წონაშიც ჩემი მიზნები მექნება, სადაც მაგომედ ანკალაევთან, ან ალექს პერეირასთან მომიწევს ქამრისთვის ჩხუბი.
ინტერვიუს ბოლოს ჩიმაევს დაუსვეს შეკითხვა, თუ როგორ განვითარება მისი აზრით დრიკუს დუ პლესისთან საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბი, რაზეც უპასუხა, რომ ტრადიციულად ვა ბანკზე წავა და ეცდება ყველაფერი მალე დაასრულოს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მზად არის ხუთი რაუნდიც იჩხუბოს.