გაბრიელ სიგუა, ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

მექვაბიშვილის საგოლე გადაცემა | სიგუამ მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა

კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის მეორე ტურში ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვა“ საკუთარ კედლებში „ნოას“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდს სამი ქულის აღება შეეძლო, მაგრამ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

მექვაბიშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 60 წუთი გაატარა. 38-ე წუთზე ანზორმა კარგად ითამაშა და საგოლე გადაცემა მიითვალა - მისი პასით მანდეი ეტიმმა ისარგებლა. სამწუხაროდ, მექვაბიშვილმა ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა, მოედნიდან გასულიყო. ანზორმა მინდორი დახმარების გარეშე დატოვა და იმედი ვიქონიოთ, სერიოზული არაფერია.

მექვაბიშვილის პარალელურად გაბრიელ სიგუამაც ითამაშა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის „ლოზანამ“ „ჰამრუნი“ 1:0 დაამარცხა. სიგუას მხოლოდ საწყისი 45 წუთი დაუთმეს და გაბრიელი საგოლე გადაცემასთან ახლოს იყო, მაგრამ მისი პასის შემდეგ კუსტიდიოს „ჰამრუნის“ მეკარემ აჯობა.

ცნობისთვის, „კრაიოვამ“ პირველი ქულა აიღო და 1 ქულით 28-ე ადგილს იკავებს. რაც შეეხება „ლოზანას“, შვეიცარიელები დაუმარცხებლები არიან, გოლიც არ გაუშვიათ და 6 ქულით მეოთხე ადგილს იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიგის ფავორიტები Goal-ისა და Opta-ს მიხედვით | რომელზე არიან ქართველთა გუნდები
ლიგის ფავორიტები Goal-ისა და Opta-ს მიხედვით | რომელზე არიან ქართველთა გუნდები