კიტეიშვილის შტურმი სელტიკთან დამარცხდა
ევროპა ლიგის ლიგის ფაზის მესამე ტურში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ სტუმრად „სელტიკს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-15 წუთზე „გრაცმა“ გახსნა და მეტოქის კარი ტომი ჰორვატმა აიღო.
ქართველ ნახევარმცველს, რომელმაც 78 წუთი ითამაშა, რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა. 30-ე წუთზე კიტეს გოლამდე ცოტა დააკლდა, თუმცა მისი დარტყმული ძელს მოხვდა.
მეორე ტაიმში, „სელტიკმა“ წონასწორობა აღადგინა - 61-ე და 64-ე წუთზე გოლები ლიამ სკეილზმა და ბენიამინ ნიუგრენმა გაიტანეს.
ამრიგად, კიტეს გუნდს ევროპალიგის ძირითადი ეტაპზე ჩატარებულ 3 თამაშში 3 ქულა აქვს და ცხრილში საპლეიოფო ზონის მიღმაა.
„შტურმი“ მომდევნო ტურში, 6 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე, „ნოტინგემს“ უმასპინძლებს.