ირაკლი აზაროვი, გურამ კაშია
Aa
Aa

კაშიამ და აზაროვმა შეუცვლელად ითამაშეს | ორივე ქართველის გუნდმა წააგო

კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის მეორე ტურში გურამ კაშიას „სლოვანი“ „ალკმაარს“ დაუპირისპირდა, ირაკლი აზაროვის „შახტარმა“ კი საკუთარ კედლებში „ლეგია“ მიიღო. სამწუხაროდ, ორივე ქართველი ფეხბურთელის გუნდი უქულოდ დარჩა.

„ალკმაარი“ ფავორიტი იყო და გოლის გატანის ბევრი შანსი ჰქონდა. ნიდერლანდელებმა შეხვედრაში ანგარიში 44-ე წუთზე გახსნეს. დენსო კასიუსის პასით სვენ მიანანსმა ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კაშიას ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა, რომელიც მიანანსმა ვერ გამოიყენა - 1:0.

კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და წაგებული მატჩისა და აკიდებული პენალტის მიუხედავად, Sofascore-მა მისი თამაში 7.4 ქულით შეაფასა. რაც შეეხება ირაკლი აზაროვს, მან შეუცვლელად ითამაშა და მისი გუნდი „ლეგიასთან“ 1:2 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ „შახტარი“ 2 ტურის შემდეგ მე-16 ადგილზე იმყოფება და 3 ქულა აქვს. „სლოვანს“ რაც შეეხება, კაშიას გუნდი ჯერჯერობით უქულოდაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიგის ფავორიტები Goal-ისა და Opta-ს მიხედვით | რომელზე არიან ქართველთა გუნდები
ლიგის ფავორიტები Goal-ისა და Opta-ს მიხედვით | რომელზე არიან ქართველთა გუნდები