მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
Aa
Aa

ტერ შტეგენი შესაძლოა ბარსელონადან წავიდეს - მედია

გერმანელმა მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა შესაძლოა კატალონიური „ბარსელონა“ დატოვოს. ამის შესახებ TBR Football-ი იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, ესპანურმა გრანდმა 33 წლის ფეხბურთელი შესთავაზა პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბს, მათ შორის – „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ტოტენჰემს“ და „ვესტ ჰემს“.

გერმანელი შესაძლოა იჯარით წავიდეს უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, რათა „ბლაუგრანას“ ხელფასების ფონდი განიტვირთოს.

მიმდინარე სეზონში მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ზურგის ტრავმის გამო არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე.

შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენი ბარსელონას 2014 წელს შეუერთდა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საცოდაობა და ძალიან დაბალი დონეა“ - კასანო იტალიურ კლუბებზე
„საცოდაობა და ძალიან დაბალი დონეა“ - კასანო იტალიურ კლუბებზე