„მისი კლასი გადამწყვეტი იყო“ | ავსტრიაში კიტეიშვილი შეაქეს
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ სტუმრად „ლინცს“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში იმარჯვა - 4:3. ქართველმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
მატჩის შემდეგ „ლინცის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიტია მორეცმა „კიტე“ შეაქო: „მწარე მარცხი იყო, მაგრამ შეგვიძლია, ჩვენი თამაშით ამაყნი ვიყოთ. მხოლოდ რამდენიმე წუთი ვიყავით ჩამორჩენაში და შანსებიც გვქონდა, რომ პირველ ტაიმში წინ გავსულიყავით. მეორე ტაიმი შტურმმა უკეთ დაიწყო, მაგრამ გავათანაბრეთ და შემდეგ კიტეიშვილის ინდივიდუალური კლასი გადამწყვეტი აღმოჩნდა.“
„3:1-ის შემდეგ მარტივი თმაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარტივი რაღაცები ვერ გავაკეთეთ და ორი გოლი გავუშვით. მეტოქეს ბევრი შანსი ჰქონდა და საბოლოოდ, ბედნიერი ვართ. მეტი სტაბილურობაა საჭირო და ეს მენტალური საკითხია“, - განაცხადა მატჩის შემდეგ კიტეიშვილმა.
ცნობისთვის, 10 ტურის შემდეგ, „შტურმი“ 21 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება და კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული. მომდევნო ტურში კიტეიშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე „ვოლფსბერგერს“ დაუპირისპირდება.