ლუის ენრიკე, ნასერ ალ-ხელაიფი
Aa
Aa

„ყველაფრის მოგება მიზანი უნდა გახდეს“ - პსჟ-ს პრეზიდენტის მიმართვა

ნასერ ალ-ხელაიფიმ, ახალი სეზონის დაწყების წინ, „პარი სენ-ჟერმენის“ ფებურთელებს მიმართა.

კლუბის პრეზიდენტმა საწვრთნელი ბაზა მოინახულა და მოთამაშეების წინაშე სიტყვით გამოვიდა.

„ჩვენ გველოდებიან. ყველა გუნდი მოინდომებს მოგვიგოს, რადგან ევროპის ჩემპიონები ვართ. ყველაფრის მოგება ჩვენი მიზანი უნდა გახდეს“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.

თავის შეგირდებს მიმართა ასევე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ.

„ამ წელს ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით და ეს მომდევნო კვირას დაიწყება“, - თქვა ეპანელმა სპეციალისტმა.

ახალი სეზონის პირველ მატჩს პარიზელები 13 აგვისტოს, სუპერთასისთვის „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში პსჟ-მ ნანატრი ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ისტორიულ მოვლენაში ხვიჩა კვარაცხელიამ უდიდესი წვლილი შეიტანა და „ინტერის“ კარში გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - კვარაცხელია ოქროს ბურთზეა ნომინირებული
ოფიციალურად - კვარაცხელია ოქროს ბურთზეა ნომინირებული