ხვიჩა კვარაცხელია, ნასერ ალ-ხელაიფი, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

“გასაკეთებელი კიდევ ბევრია“ - ალ-ხელაიფის მიმართვა

პარი სენ ჟერმენის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშოვებით, ღია წერილი გაავრცელა.

ალ-ხელაიფი:

„როცა ყველაზე დაუვიწყარი სეზონი დასასრულს უახლოვდება, მინდა მთელ პარი სენ-ჟერმენის ოჯახს გითხრათ: მადლობა! დღეს, როცა უკან ვიხედებით, ადვილად შეიძლება დაგვავიწყდეს, რამდენად დამღლელი და გამოწვევებით სავსე იყო ეს სეზონი. სხვადასხვა გრაფიკით გრაფიკით, სხვადასხვა ქვეყნებში, უმაღლეს დონეზე და ურთულეს ჯგუფებსა თუ ეტაპებზე. მაგრამ სწორედ ჩვენი ერთობით და ყოველდღიური ბრძოლით შევძელით ის, რაც პარიზული კლუბის ისტორიაში არასდროს მომხდარა..

ჩვენმა დიდებულმა ჩემპიონთა ლიგის ტიტულმა, რომელიც კლუბის ისტორიაში პირველი იყო, სამუდამოდ დაიკავა ადგილი ფეხბურთის ქრონიკებში. ამ წარმატებას ყველაზე ახალგაზრდული გუნდით მივაღწიეთ. ვითამაშეთ ისეთი სტილით, რომელმაც მთელი მსოფლიო მოხიბლა.

ამას ემატება საფრანგეთის ლიგა 1-ის ტიტული და საფრანგეთის თასი. დიდებული შედეგები გვქონდა ხელბურთში, ძიუდოში, ქალთა და ახალგაზრდულ ფეხბურთში. ამ ზაფხულს, აშშ-ში გამართულ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამარჯვებაც გვინდოდა. ტურნირზე, სადაც არაერთი გრანდი დავამარცხეთ.

ამ წარმატებაში წვლილი ყველას მიუძღვის. პრეზიდენტებს, მოთამაშეებს, მწვრთნელებს, სპორტულ დირექტორებსა და თანამშრომლებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საოცარ საფეხბურთო განყოფილებას, კლუბის ყველა თანამშრომელს, პარტნიორებს, შეუდარებელ მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს და ჩვენს მებრძოლებს - ფეხბურთელებს, რომლებიც ყოველდღე იცავენ კლუბის ღირსებას მოედანზე და მის გარეთ.

ვერც გულშემატკივრებს დავივიწყებ. პარიზში, მთელ საფრანგეთში და მის ფარგლებს გარეთ.. ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები. ისინი ყველგან მოგვყვებოდნენ -  ნებისმიერ ქალაქსა თუ სტადიონზე, ქუჩებში თუ ტრიბუნებზე. ისინი არასდროს გაჩერებულან, ყოველთვის მღეროდნენ და ბოლოს წამამდე ჩვენთან ერთად იბრძოდნენ.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პროექტი მხოლოდ დღევანდელ გამარჯვებაზე არ აგებულა. ეს არ არის მოკლევადიანი მიზანი. ჩენ ვაშენებთ ისეთ კლუბს, რომელიც ძლიერად და მყარად იარსებებს დიდი ხნის განმავლობაში. გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს. ვიბრძოლებთ ყოველდღე, მეტად და უფრო თავდადებით. ჩვენ მუდამ ვიქნებით თავმდაბალი, გუნდური სულის მატარებელი კლუბი, სადაც ვარსკვლავები თამაშობენ. ეს იქნება ჩვენი სპორტული ფასეულობა და სიამაყე იმ ფერებით, რომლებიც პარი სენ ჟერმენს და საფრანგეთს წარმოადგენენ. მადლობა მხარდაჭერისთვის ამ დაუვიწყარ სეზონში! წინ კიდევ მრავალი გამარჯვება გველოდება.“

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში პსჟ-მ ნანატრი ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ისტორიულ მოვლენაში ხვიჩა კვარაცხელიამ უდიდესი წვლილი შეიტანა და ინტერის კარში გოლი გაიტანა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოდრიჩი: მილანი უღიმღამობით ვერ დაკმაყოფილდება
მოდრიჩი: მილანი უღიმღამობით ვერ დაკმაყოფილდება