საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მონტენეგროსთან მეორე შეხვედრაც წააგო
საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა მონტენეგროსთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. ვასილ მაისურაძის გუნდმა პირველი თამაში 1:2 დათმო, მეორე მატჩი კი 2:4 წააგო.
შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და მონტენეგრო მესამე წუთზე დაწინაურდა. მე-19, 41-ე და 53-ე წუთებზე მონტენეგროელებმა მეტოქის კარი კიდევ სამჯერ აიღეს და 4:0-ს იგებდნენ. 55-ე წუთზე ნიკოლოზ ხუციშვილის პასით რეზი დანელიამ გაიტანა, ხოლო 88-ე წუთზე დანელიას გადაცემით დავით გოგილაშვილმა შეაგდო.
ცნობისთვის, 19-წლამდე ნაკრები, ნოემბერში (12-18 ნოემბერი) ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაერთვება, სადაც ხორვატიაში - სერბეთს, გიბრალტარს და მასპინძელ ხორვატიას დაუპირისპირდება.
U19 | შემადგენლობა
მეკარეები: საბა ტარტარაშვილი (დინამო თბილისი), დავით ღვარძელაშვილი (ვილიარეალი, ესპანეთი).
მცველები: დაჩი გოგოლი (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ გვაზავა (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (იბერია 1999), გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), მათე ტატიშვილი (როტ-ვაის ერფურტი, გერმანია), საბა მურვანიძე (იბერია 1999), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ლუკა კუპრავა (ტორპედო ქუთაისი), დანილ დუპლიი (ტორე დელ რეი, ესპანეთი).
ნახევარმცველები: ლაშა ხუციშვილი (დინამო თბილისი), რეზი დანელია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ცარციძე (ლოკომოტივი თბილისი), სანდრო რატიანი (იბერია 1999), ანდრია ქობულაძე (ლოკომოტივი თბილისი) ნიკოლოზ შალიკიანი (იბერია 1999),
თავდამსხმელები: ჰალიდ დოლტმურზიევი (დინამო თბილისი), გიორგი ფერაძე (შტურმი), დავით გოგილაშვილი (იბერია 1999).