ინიგო მარტინესი ალ-ნასრში გადადის
ინიგო მარტინესი „ბარსელონადან“ „ალ-ნასრში“ გადადის. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო წერს.
ცნობილი ინსაიდერის ინფორმაციით, ესპანელი მცველი „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტს გაწყვეტს და არაბულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
34 წლის ფეხბურთელი „ალ-ნასრთან“ კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს, კიდევ 1 წლით გაგრძელების ოფციით.
შეგახსენებთ, რომ მარტინესი „ბარსას“ ღირსებას 2023 წლიდან იცავს. გასულ სეზონში მან 28 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე მოქმედება გააკეთა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 5 მილიონი ევროა.