ბარსელონას 8 ფეხბურთელი ჯერ არ დაურეგისტრირებია - ახალი სეზონი 1 კვირაშია
ახალი სეზონის დაწყებამდე ცოტა დროა დარჩენილი, თუმცა „ბარსელონას“ 10-მდე ფეხბურთელი ჯერ კიდევ არ დაურეგისტრირებია.
ლა ლიგის 2025/26 წლების სეზონი 15 აგვისტოს იწყება, „ბლაუგრანა“ კი პირველ მატჩს 16 აგვისტოს, „მალიორკას“ წინააღმდეგ გამართავს.
როგორც Marca წერს, გუნდის 8 მოთამაშე ამ მატჩში მონაწილეობას, სხვადასხვა გარემოების გამო ვერ მიიღებს.
ეს ფეხბურთელები არიან: ჟოან გარსია, ვოიცეხ შჩესნი, ჟერარ მარტინი, ექტორ ფორტი, მარკ ბერნალი, მარკუს რაშფორდი, რუნი ბარდაგჯი და ორიელ რომეუ. როგორც მოსალოდნელია, ეს უკანასკნელი კლუბს ამ ზაფხულს დატოვებს.