მეორე ამხანაგური მატჩი | საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტისთვის ემზადება. ჩვენმა გუნდმა დახურულ კარს მიღმა, მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ესტონეთს დაუპირისპირდა. მატჩი ესტონელების გამარჯვებით დასრულდა და მეტოქემ 75:70 იმარჯვა.
საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო. მან პარკეტზე 20 წუთი და 43 წამი გაატარა და 18 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბექა ბურჯანაძემ 12 წუთში 11 ქულა, 1 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა. გიორგი შერმადინს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - 10 ქულა, 9 მოხსნა. გიორგი კორსანტიამ 11 ქულა და 7 მოხსნა გააკეთა.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი შერმადინმა ითამაშა, ხოლო კამარ ბოლდუინმა პარკეტზე 26 წუთზე მეტი გაატარა. მისი მონაგარი 7 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. სანდრო სანაძეს, გიორგი სულაბერიძეს, ლუკა მაზიაშვილს, გოგა ბითაძესა და ილია ლონდარიძეს არ უთამაშიათ.
ხვალ ჩვენი ნაკრები კაუნასში გაემგზავრება, სადაც მასპინძელ ლიეტუვას 10 აგვისტოს მორიგ ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება