გიორგი ქვილითაია
Aa
Aa

ქვილითაიას ფრე აეკთან | კაუნო ჟალგირისი საკუთარ კედლებში დამარცხდა

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგი ქვილითაიას „არისის“ მეტოქე ათენის „აეკი“ გახლავთ. პირველი შეხვედრა კვიპროსში გაიმართა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

„არისი“ 0:2-ს აგებდა, თუმცა თამაშში დაბრუნდა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. ქვილითაიამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. ქართველ თავდამსხმელს საგოლე მოქმედება არ ჰქონია.

კონფერენს ლიგის პლეიოფში გასასვლელად თემურ ჩოგაძისა და ანტონ თოლორდავას „კაუნო ჟალგირისიც“ იბრძვის. ლიეტუვურმა გუნდი „არდას“ ხვდება და პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გამართა. ბულგარელებმა 1:0 იმარჯვეს და განმეორებით თამაშს უპირატესობით ხვდებიან.

მატჩის მეორე წუთზე, დამიან პავლოვიჩმა წითელი ბარათი მიიღო და „კაუნო ჟალგირისი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. ჩოგაძემ 81 წუთი ითამაშა, ხოლო თოლორდავამ მატჩი სრულად ჩაატარა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ფიზიკურად გადაღლილი მოვიდა“ | სპორტინგის მწვრთნელმა ქოჩორაშვილზე ისაუბრა
„ფიზიკურად გადაღლილი მოვიდა“ | სპორტინგის მწვრთნელმა ქოჩორაშვილზე ისაუბრა