საბა საზონოვი
Aa
Aa

„ეს სწორი გადაწყვეტილებაა“ | საზონოვი ტორინოს განაცხადში დაბრუნდა

„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მარკო ბარონიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა. „გრანატას“ დამრიგებელმა საბა საზონოვზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის გუნდის განაცხადში დააბრუნა.

„საბა საზონოვს განაცხადში ვაბრუნებთ. მას თამაში შეუძლია და რეგულარულად ვარჯიშობდა. საბამ გუნდი კინაღამ დატოვა, მაგრამ განაცხადში ბრუნდება, რადგან მიმაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა,“ - აღნისნა ბარონიმ.

„ტორინოს“ ცენტრალური მცველები აფრიკის თასის გამო დასჭირდა. საულ კოკო და ადამ მასინა ეროვნულ ნაკრებებში არიან გამოძახებული და „გრანატას“ სამწვრთნელო შტაბს პრობლემებთან გამკლავება მოუწია, რასაც საზონოვის განაცხადში დაბრუნება მოჰყვა.

ცნობისთვის, „ტორინო“ მომდევნო შეხვედრას 21 დეკემბერს გამართავს და თბილისის დროით, 18:00-ზე „სასუოლოს“ დაუპირისპირდება. „გრანატას“ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა, ყველას დავუმტკიცო, რომ ილიას დამარცხება შემიძლია“ | პედი პიმბლეტი
„მინდა, ყველას დავუმტკიცო, რომ ილიას დამარცხება შემიძლია“ | პედი პიმბლეტი