ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„მინდა, ყველას დავუმტკიცო, რომ ილიას დამარცხება შემიძლია“ | პედი პიმბლეტი

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, პედი პიმბლეტი დარწმუნებულია, რომ ილია თოფურიას დაამარცხებს. ინგლისელმა მებრძოლმა ინტერვიუ ESPN-ს მისცა და განაცხადა, რომ სურს, ყველას დაუმტკიცოს, რა შეუძლია.

„ილია თოფურიას დამარცხება მინდა. მსურს, ყველას დავუმტკიცო, რომ თოფურიას დამარცხება შემიძლია, რადგან ხალხს ჰგონია, რომ ილიას ვერ მოვუგებ. ჩემი მიზანი სწორედ ეს არის, თუმცა კარგი იქნება, თუ დროებითი ჩემპიონიდან სრულუფლებიან ჩემპიონამდე დამაწინაურებენ.

არავინ იცის, რა მოხდება, როდესაც ჯასტინ გეიჯის დავამარცხებ. შეიძლება, იგივე მოხდეს, რაც ტომ ასპინალთან მიმართებით და ჩემპიონი გავხდე. თუ ილიასთან ჩხუბი მომიწია, ამას გავაკეთებ და თოფურიას დავამარცხებ.“

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლმა ოჯახური პრობლემების გამო რამდენიმეთვიანი პაუზა აიღო, რის გამოც UFC-იმ ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტს შორის დროებითი საჩემპიონო ბრძოლა ჩანიშნა. მათი დაპირისპირება 25 იანვარს გაიმართება და, თუ არაფერი შეიცვალა, გამარჯვებული ილიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სწორი მენტალიტეტი, ლამაზი ფეხბურთი და ბოლომდე ბრძოლა“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
„სწორი მენტალიტეტი, ლამაზი ფეხბურთი და ბოლომდე ბრძოლა“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია