ლუკა გადრანი
Aa
Aa

წარმატების ერთ-ერთი შემოქმედია | ბეითარის მიზანი გადრანის შენარჩუნებაა

ავტორიტეტული ისრაელური Sport5-ის ინფორმაციით, ბეითარს დაცვის ცენტრის დუეტის, ლუკა გადრანისა და ბრაიან კარაბალის შენარჩუნება სურს. კლუბში აცნობიერებენ, რომ უცხოელთა ეს დუეტი გუნდის წარმატებული სეზონის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო და მაქსიმუმს ეცდებიან, რათა ისინი შეინარჩუნონ.

„ლუკა გადრანის შემთხვევაში სიტუაცია ოდნავ უფრო რთულადაა. ქართველი მოითხოვს კონტრაქტის ძალიან მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, რომელიც მინიმუმ მიუახლოვდება გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების (ბორის ენო, ომერ აცილი და იარდენ შუა) ანაზღაურებას'' - ვკითხულობთ Sport5-ის სტატიაში.

მიმდინარე კვირაში უკვე გაცნობეთ, რომ ჩეხურ ვიქტორ პლზენს ლუკა გადრანის დამატება სურდა, თუმცა ბეითარი ისრაელის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მცველის გაყიდვის წინააღმდეგია. როგორც Sport5-ი წერდა, ლუკას მოქმედი კონტრაქტის პირობები გაუმჯობესდება.

ბეითარის 29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ისრაელის ჩემპიონატის 2025-26 წლების სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, 29 სასტარტოდან დაიწყო, 29-დან 9-ში გუნდმა გოლი არ გაუშვა, რაშიც ლუკას წვლილი დიდია. როცა ლუკა მოედანზე იყო, აღნიშნული 30 მატჩიდან ბეითარი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ამასთან ერთად, მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.

გადრანს ბეითართან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით. Transfermarkt-ი 28 წლის მცველს 600 000 ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გადრანი არ იყიდება | ბეითარმა პლზენის წინადადებას უარით უპასუხა
გადრანი არ იყიდება | ბეითარმა პლზენის წინადადებას უარით უპასუხა