დენა უაითი, არმან ცარუკიანი, ხორხე მასვიდალი
Aa
Aa

„კიდევ რამდენი ხანი უნდა ჰყავდეს გადასახლებაში“ - მასვიდალმა ცარუკიანი დაიცვა

UFC-ის ხელმძღვანელების მიერ იანვარში მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის პედი პიმბლეტსა და ჯასტინ გეიჯის შორის ბრძოლის ჩანიშვნამ ბევრი გააოცა. გაოცების მთავარი მიზეზი კი წონის რეიტინგის პირველი ნომრის, არმან ცარუკიანის თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენაა, რის გამოც თავად სომეხიც აშკარად ნაწყენია, თუმცა დენა უაითის გაკრიტიკებისგან მაინც თავს იკავებს და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საჭიროების შემთხვევაში პიმბლეტი-გეიჯის ბრძოლა დააზღვიოს. სამაგიეროდ თავი არ შეუკავებია, ვეტერან მებრძოლსა და BMF-ის ყოფილ ჩემპიონს ხორხე მასვიდალს, რომელმაც უაითი ორმაგ სტანდარტებში პირდაპირ დაადანაშაულა.

ხორხე მასვიდალი

ორივე მხარის პოზიციები ჩემთვის სრულიად გასაგებია. პრომოუტერის გადმოსახედიდან რომ შევხედოთ - როდესაც ამდენ დროს, რესურსსა და ფულს ხარჯავ საიმისოდ, რომ ამა თუ იმ სპორტსმენმა ტიტულისთვის იბრძოლოს. თანაც იბრძოლოს არა რიგით მეტოქესთან, არამედ ისლამ მახაჩევთან, უარის მოსმენა და ბრძოლის ჩაშლა, რთული მოსასმენია.

თუ დაავიწყდა, დენას შევახსენებ - მისი ფავორიტი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ჩხუბებს ხუთჯერ, თუ ექვსჯერ ჩაეხსნა. ყოველივე ამის ფონზე კი, უაითი მაინც საუბრობს, რომ მაკგრეგორს თეთრი სახლის ქარდზე ბრძოლის მიღების შანსი აქვს. ეს ლოგიკურია და ორმაგი სტანდარტი არ არის? მხოლოდ მაიკლ ჩენდლერთან ჩხუბზე უარი კონორმა სამჯერ, თუ ოთხჯერ თქვა.

უაითს მივმართავ, როდემდე უნდა გყავდეს არმანი გადასახლებაში? პირადად მე და დარწმუნებული ვარ ყველა გულშემატკივარს სურს, რომ ცარუკიანი საუკეთესოებს დაუპირისპირდეს.

შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანი დღემდე დაუზუსტებული მიზეზის გამო, 2025 წლის იანვარში მსუბუქ წონაში ისლამ მახაჩევთან საჩემპიონო ჩხუბს ბრძოლამდე ერთი დღით ადრე ჩაეხსნა, რამაც დენა უაითი იმდენად გააბრაზა, რომ დენ ჰუკერთან გამარჯვების მიუხედავად, დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის დაპირისპირებაში რეიტინგში პირველ ნომრად მყოფ არმანს პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი ამჯობინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცარუკიანი: გეიჯიც და პიმბლეტიც სავარჯიშო ტომრები არიან
ცარუკიანი: გეიჯიც და პიმბლეტიც სავარჯიშო ტომრები არიან