პედი პიმბლეტი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

პიმბლეტი ცარუკიანზე: გაუმართლა, რომ არ გააგდეს, განებივრებული იდიოტია

UFC-ის მსუბუქი წონის რეიტინგის მეხუთე ნომერმა, ინგლისელმა პედი პიმბლეტმა, მკაცრად გააკრიტიკა რეიტინგის პირველი ნომერი, არმან ცარუკიანი.

„ბედის“ თქმით, ის არ იცნობს ერთ ადამიანსაც კი, ვისაც სომეხი მებრძოლის ჩხუბის ნახვა სურს.

„უამრავი მიზეზია, რის გამოც მან ეს სატიტულო ბრძოლა ვერ მიიღო: ბოლო მომენტში უარი თქვა ჩხუბზე და ზურგის ტკივილი მოიმიზეზა, ოქტაგონზე გამოსვლისას ფანს დაარტყა, კინაღამ ჩაშალა კიდევ ერთი მთავარი ღონისძიება, როცა აწონვებზე ჰუკერს თავი ჩაარტყა. ის განებივრებული ბავშვივით იქცევა — საბოლოოდ ყველაფერი მის წინააღმდეგ შემობრუნდა. ეს მისი და მისი ოჯახის ბრალია, რადგან მთელი ცხოვრება ამის უფლებას აძლევდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ფული აქვს. მას ჰგონია, რომ მის წინაშე ყველა ვალდებულია. ცარუკიანი სრული იდიოტია. მან იცის, რატომაც არ იბრძვის ქამრისთვის. ყველამ ვიცით, რომ ზურგი არ ტკიოდა, ეს უბრალოდ მოიგონა. არმანი სულელობდა და საღამოს მთავარი ბრძოლა ჩაშალა. თავს კარგად ვერ გრძნობდა ან უბრალოდ წონა ვერ დააგდო. მას საერთოდ გაუმართლა, რომ პრომოუშენიდან არ გააგდეს“,- თქვა პიმბლეტმა.

შეგახსენებთ, რომ არმანმა ბოლო ბრძოლა დენ ჰუკერის წინააღმდეგ გამართა და დომინანტურ სტილში, მახრჩობელა ილეთით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემს თავს ჩემპიონად მივიჩნევ, სხვა პასუხი არ არსებობს“ - ალექსანდრე თოფურიას ინტერვიუ Marca-სთან
„ჩემს თავს ჩემპიონად მივიჩნევ, სხვა პასუხი არ არსებობს“ - ალექსანდრე თოფურიას ინტერვიუ Marca-სთან