„ჩვენი ურთიერთობა რთულად დაიწყო, მაგრამ ახლა...“ - დენამ მერაბზე ილაპარაკა
UFC-ის პრეზიდენტი პოდკასტის - Rodeo Time-ის სტუმარი იყო, სადაც მერაბ დვალიშვილზეც ილაპარაკა.
დენა უაითის თქმით, მას ქართველი „მანქანას“ მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა.
„მერაბს რეკორდის მოხსნა სურდა და წელს ოთხჯერ ჩხუბი დააპირა. ჩვენი ურთიერთობა რთულად დაიწყო, მაგრამ ახლა ამ ბიჭის მიმართ, სიყვარულისა და პატივისცემის მეტი არაფერი გამაჩნია“, - თქვა უაითმა.
???????????? Dana White says his relationship with Merab Dvalishvili is now on good terms
— Home of Fight (@Home_of_Fight) December 18, 2025
"Merab wanted to break the record and fight four times this year.
Me and Merab had a rocky start in our relationships but I have nothing but love and respect for that guy now."
???? @dalebrisby pic.twitter.com/rwgdUteFbX
შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბერს, დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და ისტორია ვერ დაწერა. მერაბს შეეძლო, UFC-ის პირველი მებრძოლი გამხდარიყო, რომელიც საჩემპიონო ქამარს წელიწადში ოთხჯერ დაიცავდა.
ამჟამად მერაბი სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და რემატჩი სურს. „მანქანა“ მზად არის, გაზაფხულზე დაბრუნდეს და როგორც განაცხადა, UFC-ში დაპირდნენ, რომ იანთან რევანშის აღების შანსს მიიღებს.
გეტვით ასევე, რომ 34 წლის დვალიშვილი UFC-ში 2017 წლიდან გამოდის. მან ორგანიზაციაში 17 ბრძოლა გამართა (17 გამარჯვება, 3 მარცხი).