ცოტნე კაპანაძე
Aa
Aa

პირველი წრის სიმბოლურში - კაპანაძის აღიარება სლოვაკეთში

ცოტნე კაპანაძე სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. „დუნაისკა შტრედას“ 24 წლის ქართველი მარჯვენა მცველი რეგულარულად ხვდებოდა კლუბის ძირითად შემადგენლობაში და საიმედო თამაშით დაცვის ხაზის სიძლიერეს განაპირობებდა.

ზუსტი პასებისა (86%) და მოგებული ორთაბრძოლების (67%) პროცენტული რაოდენობით ცოტნე მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება. გარდა ამისა, მან ნიკე ლიგის 18 ტურიდან მხოლოდ სამი გამოტოვა, თხუთმეტიდან ცამეტ შემთხვევაში ძირითადში იყო და სრულად ითამაშა, ერთხელ ცვლილებაზე ჩაერთო, ერთხელ კი ტრავმის გამო შეცვალეს. საერთო ჯამში კი მის ანგარიშზე 2 საგოლე პასია, რაც ამპლუიდან გამომდინარე ცუდი შედეგი ნამდვილად არ გახლავთ.

ცნობისათვის, სლოვაკეთის ჩემპიონატში ცოტნე კაპანაძის გარდა, კიდევ ექვსი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი გაგუა (დუნაისკა შტრედა), გურამ კაშია (სლოვანი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა), თორნიკე ძოწენიძე (მიხალოვცე), გიორგი მოისწრაფიშვილი (ტრნავა) და ლუკა ხორხელი (ტრნავა) თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაიერნთან ვერ ითამაშებს | ზივზივაძე 2026 წლის დასაწყისში დაბრუნდება
ბაიერნთან ვერ ითამაშებს | ზივზივაძე 2026 წლის დასაწყისში დაბრუნდება