ბენიამინ შეშკო
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედმა და ლაიფციგმა შეშკოს ტრანსფერი შეათანხმეს

ბენიამინ შეშკო „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ The Athletic-ი წერს.

გამოცემის ცნობით, „წითელმა ეშმაკებმა“ „ლაიფციგთან“ 22 წლის სლოვენიელი ნახევარმცველის ტრანსფერის შესახებ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

გარიგების თანხა 76,5 მილიონ ევროს შეადგენს, კიდევ 8,5 მილიონი ევრო კი შეიძლება ბონუსების სახით დაემატოს.

შეშკოს უკვე ნება დართეს, რომ ინგლისურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიაროს.

„ლაიფციგმა“ ბენიამინის ტრანსფერის შესახებ უფრო ძვირადღირებული შეთავაზება „ნიუკასლისგანაც“ მიიღო, თუმცა მან უპირატესობა „იუნაიტედში“ გადასვლას მიანიჭა.

შეგახსენებთ, რომ სლოვენიელი „ლაიფციგის“ ღირსებას 2023 წლიდან იცავს. გასულ სეზონში მან 45 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე შეშკოს საბაზრო ღირებულება 70 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ჩაკვეტაძეს შეუძლია ჩემპიონშიფის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს“ | BBC უოტფორდზე წერს
„ჩაკვეტაძეს შეუძლია ჩემპიონშიფის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს“ | BBC უოტფორდზე წერს