„გუნდისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ“ | გოჩოლეიშვილის პირველი კომენტარი ჰამბურგში
გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგში“ გადავიდა. გერმანულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ 24 წლის მარჯვენა მცველი იჯარის წესით დაიმატა. გოჩოლეიშვილი „ჰამბურგში“ სეზონის ბოლომდე იასპარეზებს და „როტოზენს“ მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება.
ტრანსფერის დადასტურების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მოკლე კომენტარი გააკეთა. გოჩოლეიშვილი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა და განაცხადა, რომ ერთი სული აქვს, „ჰამბურგის“ მაისურით როდის ითამაშებს.
„ბედნიერი ვარ, რომ ჰამბურგში ტრანსფერი ბოლომდე მივიდა. ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრასა და საქმის დაწყებას მოუთმენლად ველოდები. შახტარის რიგებში ამ სტადიონთან კარგი მოგონებები მაკავშირებდა. ახლა მინდა, ჰამბურგის ფეხბურთელის რანგში, უფრო მეტი გამოცდილება მივიღო და გუნდისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ.“
ცნობისთვის, გოჩოლეიშვილი ესპანეთში გაემგზავრა, სადაც „ჰამბურგი“ მოსამზადებელ ეტაპს გადის. 9 აგვისტოს, გერმანული კლუბი „მალიორკასთან“ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და დიდი ალბათობით, გიორგის სათამაშო დრო მიეცემა.