ლობჟანიძის გოლი და მატჩის MVP | ატლანტამ ატლასს მოუგო
ლიგების თასის მე-3 ტურში საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედმა“ მექსიკური „ატლასი“ დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი ეფექტური ჯარიმა გაიტანა.
ანგარიში მე-8 წუთზე ჯამალ ტიარემ გახსნა, 33-ე წუთზე ალექსეი მირანჩუკმა „ატლანტას“ უპირატესობა გაზარდა, 38-ეზე კი თავი საბამ გამოიჩინა და მასპინძელთა მესამე გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში კაიმან ტოგაშის გოლს მექსიკელებმა მხოლოდ დიეგო გონსალესის ზუსტი დარტყმით უპასუხეს.
ლობჟანიძის გოლი
საბამ მოედანზე 76 წუთი გაატარა და Sofascore-ის ვერსიით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა (8.3). ქართველი გარემარბის სტატისტიკა ასეთი იყო: 31 შეხება ბურთთან, 21-დან 18 ზუსტი პასი (86%), 1 არაზუსტი ჩაწოდება, 1 დარტყმა კარში, 3-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა, 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა და 7 დაკარგული ბურთი.
3 მატჩის შემდეგ „ატლანტას“ 3 ქულა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლობჟანიძის გუნდი ლიგების თასის გათამაშებას გამოეთიშა. მომდევნო მატჩს „ატლანტა“ უკვე MLS-ში, 10 აგვისტოს, სტუმრად „მონრეალის“ წინააღმდეგ გამართავს.