დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

„მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაოცებ“ - დუ პლესიმ შთამბეჭდავი მოგება დააანონსა

შერეული ორთაბრძოლების ბევრი მოყვარული დრიკუს დუ პლესის საბრძოლო უნარებს ეჭვქვეშ აყენებს და ხშირად აცხადებენ, რომ სამხრეთ აფრიკელი მებრძოლი ამ დონემდე მეტწილად გამართლების ხარჯზე მივიდა. რა თქმა უნდა, ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, თუმცა როდესაც ესა თუ ის სპორტსმენი საჩემპიონო ქამარს მოიპოვებს და შემდეგ მას ორჯერ წარმატებით დაიცავს, გამართლებაზე საუბარი ცოტა უხერხულია. სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი თავად დუ პლესიმ ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.

რას ამბობს დუ პლესი

სკეპტიკოსებს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევდი, რადგან მე ვარ სპორტსმენი, რომელიც ისტორიას წერს. მერწმუნეთ, ზუსტად 10 დღეში მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაოცებ. ხამზატ ჩიმაევთან მხოლოდ გამარჯვებით არ შემოვიფარგლები, მსურს ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინო და ყველამ ნახოს რეალურად რასაც წარმოვადგენ.

დრიკუს დუ პლესი ბოლოს ოქტაგონში რამდენიმე თვის წინ შევიდა და შონ სტრიკლენდი ხუთ რაუნდში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. 

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დუ პლესი: ადესანია საუკეთესო მებრძოლია, ვისთანაც კი მიჩხუბია
დუ პლესი: ადესანია საუკეთესო მებრძოლია, ვისთანაც კი მიჩხუბია