ოლივეირას მომდევნო მეტოქე ფიზიევი იქნება
UFC-ის ყოფილი ჩემპიონის, ჩარლზ ოლივეირას მომდევნო მეტოქე ცნობილია.
„დუ ბრონქსი“ აზერბაიჯანელ რაფაელ ფიზიევს დაუპირისპირდება. მათი ბრძოლა რიო დე ჟანეიროში, 11 ოქტომბერს გაიმართება და ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება.
შეგახსენებთ, რომ UFC 317-ზე, ჩარლზ ოლივეირა ილია თოფურიასთან დამარცხდა. „ელ მატადორმა“ ის პირველივე რაუნდში გათიშა და UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.
ბრაზილიელი მებრძოლის ანგარიშზე 35 გამარჯვება და 11 მარცხია.
რაც შეეხება ფიზიევს, მან ბოლოს იგნასიო ბაჰამონდესთან იჩხუბა და ის მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს