ბრაის მიტჩელი, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

ბრაის მიტჩელმა ალექსანდრე თოფურიასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა | AS

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა და ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ, ბრაის მიტჩელმა. „ელ მატადორის“ ძმასთან, ალექსანდრე თოფურიასთან ჩხუბისადმი დაინტერესება გამოხატა.

უფროსი თოფურია 29 წლისაა. მას MMA-ში 6 მოგება და 1 წაგება აქვს. UFC-ში მისი დებიუტი თებერვალში, UFC 312-ზე შედგა: „კონკისტადორმა“ ავსტრალიელი კოლბი თიქნესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

როგორც AS- ი წერს, მიტჩელთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ბრაისს სურს, რომ ალექსანდრეს დაუპირისპირდეს.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია და ბრაის მიტჩელი ერთმანეთს 2022 წლის დეკემბერში შეხვდნენ და მაშინ, ქართველმა მებრძოლმა მეორე რაუნდში, საბმიშენით გაიმარჯვა. MMA-ში ილია თოფურიას რეკორდი 17 გამარჯვება და 0 მარცხია, ბრაის მიტჩელმა კი 21 ბრძოლიდან 17 მოიგო და 4-ში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ორ მებრძოლს მისი დამარცხება შეუძლია“ | პრატესმა ილიაზე ისაუბრა
„ამ ორ მებრძოლს მისი დამარცხება შეუძლია“ | პრატესმა ილიაზე ისაუბრა