„დაუმარცხებელი არ არის“ - ბრაის მიტჩელმა ილიაზე ისაუბრა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა და ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ,, ბრაის მიტჩელმა „მატადორის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ილია შეუჩერებელი მებრძოლი არაა და მისი დამარცხება შესაძლებელია. მიტჩელი თოფურია-ისლამის შესაძლო ჩხუბსაც შეეხო.
რას ამბობს ბრაის მიტჩელი:
„ილიასა და ისლამის ბრძოლა საინტერესო იქნება. თუ მახაჩევი წააქცევს და მის ზემოთ აღმოჩნდება, მაშინ თოფურიას სერიოზული პრობლემები ექნება. ილია ისლამზე უფრო ძლიერად, უკეთესად და ზუსტად ურტყამს და ამ კომპონენტში უპირატესობა ექნება, ამდენი ნოკაუტიც ხომ სწორედ ამიტომ აქვს, მაგრამ პარტერში ისლამს ვერაფერს დაუპირისპირებს“.
„მის წინააღმდეგ შანსები ცარუკიანსაც ექნება. თუ არმანი წააქცევს, ბრძოლა მისთვის იდეალური სცენარით წავა. ილიას დიდებული თვისება? დარტყმებს სწორ დროს არჩევს და ამაში დიდ ენერგიას არ ხარჯავს. მაგრამ ის დაუმარცხებელი არ არის. მას თვალი ისეთ დროს დავუზიანე, როდესაც ხელებში ძალა აღარ მქონდა. უფრო დიდი გამძლეობა რომ მქონოდა, მას ორივე თვალს ჩავუბნელებდი“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია და ბრაის მიტჩელი ერთმანეთს 2022 წლის დეკემბერში შეხვდნენ და მაშინ, ქართველმა მებრძოლმა მეორე რაუნდში, საბმიშენით გაიმარჯვა. MMA-ში ილია თოფურიას რეკორდი 17 გამარჯვება და 0 მარცხია, ბრაის მიტჩელმა კი 21 ბრძოლიდან 17 მოიგო და 4-ში დამარცხდა.