ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„დასაძინებლად გაგიშვი და მართლა ფიქრობ, რომ BMF-ის ქამარი შენია“

ილია თოფურიამ მაქს ჰოლოვეის განცხადებას უპასუხა. „დალოცვილმა“ „ელ მატადორს“ მოუწოდა, რომ BMF-ის ყალბი ქამრით აღარ გამოჩენილიყო.

„ჰოლოვეი ბრაზობს, რომ BMF-ის ქამარი მიკეთია? ეგ უკვე მისი პრობლემა არაა. ახლახან ნოკაუტში გავუშვი. როგორ შეიძლება ეგ ტიტული შენ გეკუთვნოდეს, თუ მე გაგთიშე?

ბრძოლის დასაწყისშივე ღია ორთაბრძოლაში გამოგიწვიე, შემოგთავაზე, მაგრამ შენ გაიქეცი. თუმცა საბოლოოდ მაინც დაგიჭირე და დასაძინებლად გაგიშვი. და მაინც BMF-ის ქამრის მფლობელი ხარ? სერიოზულად?

მომავალი ბრძოლა ვისთან მექნება? არ ვიცი. მგონია, რომ ჯასტინ გეიჯის ტიტულისთვის შანსს მისცემენ. ასე მეჩვენება. ან იქნებ პედი პიმბლეტს დაუნიშნონ. რაც შეეხება არმან ცარუკიანს - ეგ არც კი განიხილება“.

- თქვა თოფურიამ Championship Rounds-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, ილია თოფურიამ ივნისის ბოლოს UFC 317-ის მთავარ ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირა ნოკაუტით დაამარცხა და ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები