იანი: მზად ვარ, დვალიშვილი-სენდჰეგენს შორის გამარჯვებულს ვეჩხუბო
UFC-ის რუსი მებრძოლი და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, პიოტრ იანი მერაბ დვალიშვისა და კორი სენდჰეგენს შორის დანიშნულ ჩხუბს გამოეხმაურა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართველი „მანქანა“ საჩემპიონო ქამარს 5 ოქტომბერს დაიცავს.
„არ ვარ წინააღმდეგი, თუ კორის ასეთ შესაძლებლობას მისცემენ, რომ ტიტულისთვის იჩხუბოს. იქ UFC წყვეტს, ასე რომ, დაე იჩხუბონ, მე კი მზად ვიქნები, რომ ამ წყვილს შორის გამარჯვებულს ვებრძოლო ან ეს ჩხუბი დავაზღვიო“, - თქვა იანმა.
შეგახსენებთ, რომ პიოტრს მომდევნო ჩხუბი 26 ივლისს აქვს - ის აბუ-დაბიში მარკუს მაკგის დაუპირისპირდება.
32 წლის რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 5 მარცხია. ბოლოს მან გასული წლის ნოემბერში. UFC Fight Night 248-ზე, დეივისონ ფიგერედოსთან იჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვ