დვალიშვილი ბრუნდება | მანქანა საჩემპიონო ქამარს ოქტომბერში დაიცავს
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ოქტაგონში თბილისის დროით, 5 ოქტომბერს დაბრუნდება. საბრძოლო ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დენა უაითმა გამოაცხადა, რომ „მანქანა“ ტიტულს კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცავს.
„UFC 320-ის თანამთავარი მოვლენა მერაბისა და სენდჰეგენის დაპირისპირება იქნება. დვალიშვილს 13-ბრძოლიანი დაუმარცხებელი სერია აქვს, სენდჰეგენი კი ტოპ-15-ში მესამე პოზიციას იკავებს,“ — განაცხადა უაითმა.
UFC 320-ის მთავარი მოვლენა მაგომედ ანკალაევისა და ალექს პერეირას ორთაბრძოლა იქნება, ხოლო „მანქანა“ და „სენდმენი“ თანამთავარი მოვლენის მონაწილეები არიან. ამ ღონისძიებაზე კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ბრძოლას ვიხილავთ — ირჟი პროხაზკა ხალილ რაუნთრის შეხვდება.
კორი სენდჰეგენს კარიერაში 23 ბრძოლა აქვს გამართული, მის ანგარიშზეა 18 მოგება და 5 მარცხი. „სენდმენმა“ ბოლო ბრძოლაში დეივისონ ფიგერედოს სძლია, მანამდე კი უმარ ნურმაგომედოვთან დამარცხდა. კორის ასევე წაუგია პიოტრ იანთან, ტი ჯეი დილაშოუსთან და ალჯამეინ სტერლინგთან.