„ასე ვერ გავრისკავ“ - დენა უაითი ჯონ ჯონსს არ ენდობა
UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე მძიმე წონის ექსჩემპიონის, ჯონ ჯონსის ჩხუბს ვერ ჩანიშნავს, ვინაიდან ეს დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.
„თქვენ იცით, რა დამოკიდებულება მაქვს ჯონსთან, მაგრამ ასე ვერ გავრისკავ. რა მოხდება, თუ მთავარ მოვლენად მის ჩხუბს ჩავნიშნავ, შემდეგ კი რაღაც ისე არ წავა, როგორც საჭიროა?“ - განაცხადა უაითმა.
მის სიტყვებს ჯონსიც გამოეხმაურა:
„იმედგაცრუებული ვარ, თუმცა დოპინგ-ტესტირების სიაში ვრჩები, ფორმას ვინარჩუნებ და პროფესიონალურად ვემზადები. მზად ვარ ნებისმიერი სცენარისთვის. თეთრ სახლში ჩხუბის შესაძლებლობამ ახალი, უფრო ღრმა მოტივაცია მომცა. ეს სცდება ჰონორარების ან საჩემპიონო ქამრების ფარგლებს. ჩემი ქვეყნის სახელით ჩხუბი უფრო დიადი მიზანია. გულშემატკივრები ხედავენ, რომ მზად ვარ ნებისმიერ მებრძოლთან საჩხუბრად, რათა ისტორიულ არენაზე აშშ-ის სახელი დავიცვა. მეტოქეს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - უკვდავება მსურს, და არა დროებითი წარმატება. ასე რომ, ვარჯიშს გავაგრძელებ. 4 ივლისს საჩხუბრად მზად ვარ“.
ცნობისთვის, 4 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო წელს თეთრი სახლი UFC-ის ღონისძიებას უმასპინძლებს.