ჯონ ჯონსი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

„ახლა ჩემპიონი ასპინალია, მაგრამ...“ - ჯონსმა შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა

UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ექსჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა თქვა, ვისთან ისურვებდა ჩხუბს თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე.

ჯონსის თქმით, ჩხუბი, რომლისთვისაც ის ოქტაგონში დაბრუნდება, აუცილებლად სატიტულო უნდა იყოს.

„იმასთან ვიჩხუბებდი, ვისაც საჩემპიონო ქამარი ექნება. ახლა ჩემპიონი ტომ ასპინალია, თუმცა ვნახოთ, ვინ დაასრულებს წელს ჩემპიონის ქამრით.

ვფიქრობ, ლოგიკური იქნებოდა, რომ თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე ჩემპიონის ტიტულისთვის ამერიკელს ეჩხუბა. ეს ძალიან ამაღელვებელი იქნებოდა. წინასწარ ვერაფერს შეგპირდებით, მაგრამ გაქვს განცდა, რომ ამ ქარდზე ვიჩხუბებ. ეს ისტორიული მოვლენა იქნება“, - განაცხადა ჯონსმა Joy of Everything-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, 4 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო წელს თეთრი სახლი UFC-ის ღონისძიებას უმასპინძლებს.

მანამდე UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ჯონსის მიერ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მძიმე წონის აბსოლუტურ ჩემპიონად კი ტომ ასპინალი დასახელდა, რომელიც მანამდე დროებითი ჩემპიონის ქამარს ფლობდა. თუმცა ტრამპის განცხადების შემდეგ ჯონსმა ოქტაგონში დაბრუნების სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ თეთრ სახლში ჩხუბი მისთვის შესაბამისი მოტივაციის წყაროა. 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურიას დიდი ქომაგი ვარ, უსაზღვრო პოტენციალი აქვს“ - პორიე
„თოფურიას დიდი ქომაგი ვარ, უსაზღვრო პოტენციალი აქვს“ - პორიე