„ამ ნაძირალას გალიაში გავუსწორდები“ - პაულო კოსტა ჩიმაევს დაუპირისპირდა
რამდენიმე კვირაში UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლა გაიმართება, სადაც დრიკუს დუ პლესი ტიტულის დაცვას კიდევ ერთხელ შეეცდება და ამჯერად მისი მეტოქე ხამზატ ჩიმაევი იქნება. წესით და რიგით, დაუმარცხებელი ჩეჩენი მებრძოლის საწინააღმდეგო განცხადებებს ამჟამად სამხრეთ აფრიკელი ჩემპიონი უნდა აკეთებდეს, თუმცა ამ საქმით ბრაზილიელი პაულო კოსტა დაკავდა, რომლის კომენტარმაც შესაძლოა სერიოზული სკანდალი გამოიწვიოს.
პაულო კოსტა
ჩიმაევი ნამდვილი ნაძირალაა. დიდი ხანია მასთან ჩხუბი მსურს, მაგრამ მუდამ გამირბის და ყოველთვის ახერხებს თავის დაძვრენას. გარდა ამისა, ხამზატმა გაბედა და ჩემს მეუღლეს ასეთი რამ მიწერა: „შენ ქმარს ვცემ, ურჩიე ოქტაგონში ჩემთან არ შემოვიდეს, თორემ ცუდად დაასრულებს“. ამ ყველაფრის გაგების შემდეგ, ჩიმაევზე უზომოდ გაბრაზებული ვარ და ერთი სული მაქვს, მასთან ერთად გალიაში როდის აღმოვჩნდებდი, სადაც მას გავუსწორდები.
ცნობისათვის, პაულო კოსტა საშუალო წონითი დივიზიონის ტიტულის ყოფილი პრეტენდენტია - ის ოქტაგონში ბოლოს 2024 წლის 2 ივნისს შევიდა და შონ სტრიკლენდთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.