ისრაელ ადესანია
Aa
Aa

„ამ ორიდან ნებისმიერს შევხვდები“ - ადესანიამ სავარაუდო მეტოქეები დაასახელა

საშუალო წონით დივიზიონში იმდენმა კარგმა მებრძოლმა მოიყარა თავი, რომ MMA-ს მოყვარულებს ახლო მომავალში მოწყენის საშუალება ნამდვილად არ მიეცემათ. ბოლოდროინდელი მარცხების გათვალისწინებით, სოლიდურ ასაკში მყოფ ისრაელ ადესანიას დიდების მწვერვალზე დაბრუნებას ნაკლებად მოელიან, თუმცა ნიგერიელი დანებებას არ აპირებს და ასაკი რომ მხოლოდ ციფრებია, ამის მაგალითად ალექსანდრ ვოლკანოვსკი მოჰყავს, რომელმაც შეძლო და დაკარგული საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა.

რას ამბობს ადესანია

ბევრი ლაპარაკი არ მჭირდება და გეტყვით, რომ გადავწყვიტე ბრაზილიელ პაულო კოსტას შურისძიების შანსი მივცე, როგორც ამის შესაძლებლობა პირადად მეც ბევრმა მომცა. ასევე სერიოზულად განვიხილავ შონ სტრიკლენდს და თუ ის ჩემთან ჩხუბისთვის მზად იქნება, მზად ვარ ინგლისელთან ოქტაგონი კიდევ ერთხელ გავიზიარო. UFC-ში წაგებისგან დაზღვეული არავინ არის და მისი ინტერესი კიდევ უფრო იზრდება, როდესაც დამარცხებული სპორტსმენი იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ის მარცხს არ იმსახურებდა.

ცნობისათვის, ისრაელ ადესანიამ ბოლო ბრძოლა თებერვალში, UFC Fight Night 250-ის ფარგლებში გამართა და ფრანგ ნასურდინ იმავოვთან ნოკაუტით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ლოს ანჯელესში ვარ და მნახე“ - ჩიმაევის პასუხი სტრიკლენდს
„ლოს ანჯელესში ვარ და მნახე“ - ჩიმაევის პასუხი სტრიკლენდს