დუ პლესი: ადესანია საუკეთესო მებრძოლია, ვისთანაც კი მიჩხუბია
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, დრიკუს დუ პლესიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა.
„ისრაელ ადესანია საუკეთესო მებრძოლია, ვისთანაც კი მიჩხუბია. ეს იყო ბრძოლა, რომელზეც ყველაზე მეტად ვნერვიულობდი. მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია დაგიჭიროს. ბევრი დრო დავხარჯე მის შესასწავლად“, - თქვა სამხრეთ აფრიკელმა მებრძოლმა.
შეგახსენებთ, რომ დუ პლესიმ ადესანია 2024 წლის აგვისტოში, საბმიშენით დაამარცხა.
დრიკუსი საჩემპიონო ქამარს ხამზატ ჩიმაევთან დაიცავს. მათი დაპირისპირება 17 აგვისტოს, UFC 319-ზე შედგება, რომელსაც ჩიკაგო უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ დრიკუს დუ პლესი ოქტაგონში ბოლოს რამდენიმე თვის წინ გავიდა და შონ სტრიკლენდი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. რაც შეეხება ხამზატ ჩიმაევს, მან ბოლოს რობერტ უიტეკერს აჯობა, რომელსაც პირველივე რაუნდში საბმიშენით მოუგო.