ხამზატ ჩიმაევი, დრიკუს დუ პლესი, კაიო ბორალიო
Aa
Aa

„ფსონს გამუდმებით დუ პლესის წინააღმდეგ ვდებ“ - ბორალიოს თამამი პროგნოზი

რაც უფრო ახლოვდება 16 აგვისტოს გასამართი UFC 319-ის ღონისძიება, სადაც საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლა დრიკუს დუ პლესისა და ხამზატ ჩიმაევს შორის უნდა გაიმართოს, მით უფრო ბევრი მებრძოლი გამოთქვამს პროგნოზსა და ვარაუდებს. ამჯერად სამხრეთ აფრიკელისა და ჩეჩენი სპორტსმენების დაპირისპირებაზე კომენტარი ამავე დივიზიონის ბრაზილიელმა მეექვსე ნომერმა კაიო ბორალიომ გააკეთა, რომელმაც ბრძოლის განვითარების სხვადასხვა ვარიანტები დაასახელა:

„როდესაც დრიკუს დუ პლესის ბრძოლა ახლოვდება, ფსონს გამუდმებით მის წინააღმდეგ ვდებ და სამხრეთ აფრიკელი ყოველ ჯერზე ახერხებს ჩემს დადუმებას. თუმცა, ამჯერად მეეჭვება ეს გამოუვიდეს და მგონია, რომ ეს შეხვედრა, ისევე როგორც ჩიმაევი-უიტეკერის დაპირისპირების დროს მოხდა, პირველ, ან მეორე რაუნდში დასრულდება.

ზოგადად გულშემატკივრებსა და შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებში იცით, როგორი განწყობაა? 60 პროცენტი მე მეთანხმება, ხოლო დანარჩენი 40 პროცენტი თვლის, რომ თავისი ზომისა და წონის ხარჯზე, დუ პლესი საწყის ორ რაუნდში ჩიმაევის იერიშებს გაუძლებს, რის შემდეგაც მისი შანსები საგრძნობლად გაიზრდება“.

შეგახსენებთ, რომ დრიკუს დუ პლესი ოქტაგონში ბოლოს რამდენიმე თვის წინ გავიდა და შონ სტრიკლენდი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. რაც შეეხება ხამზატ ჩიმაევს, მან ბოლოს რობერტ უიტეკერს აჯობა, რომელსაც პირველივე რაუნდში საბმიშენით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პორიეს ახალი ამპლუა | UFC-ის კომენტატორი და ექსპერტი იქნება
პორიეს ახალი ამპლუა | UFC-ის კომენტატორი და ექსპერტი იქნება