„მოშარდვის დროს არ დაჯდეს“ - არმანმა ილიას ისლამის სიტყვები შეახსენა
რაც უფრო მეტი დრო გადის, არმან ცარუკიანის ილია თოფურიასთან დაკავშირებული გამონათქვამები მით უფრო მეტად სცილდება ზრდილობისა და ეთიკის ფარგლებს. ყველასთვის გასაგებია, რომ ამ ხერხით სომეხი მებრძოლი დუღილის ტემპერატურის აწევას ცდილობს და სურს, UFC-ის ხელმძღვანელებს აფიქრებინოს, რომ მისი და ქართველი „ელ მატადორის“ დაპირისპირება გულშემატკივრებისთვის საინტერესოს გარდა, ორგანიზაციისთვის შემოსავლიანი იქნება. ამ ყველაფერზე გათვლილი მორიგი სტატუსი სოციალურ ქსელში ცარუკიანმა დღეს დაწერა და თოფურის წყობიდან გამოყვანა სცადა.
რას ამბობს ცარუკიანი
არცთუ დიდი ხნის წინ ისლამ მახაჩევმა ბრწყინვალე ფრაზა თქვა: „მე ვიჩხუბებ ნებისმიერ მეტოქესთან, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას“. დენა უაითს მივმართავ, სთხოვოს ილია თოფურიას, რომ ეს ციტატა ფურცელზე ამობეჭდოს და აბაზანაში გაიკრას. თუმცა, ასევე უნდა შეახსენოს, რომ მისი წაკითხვის შემდეგ ილია მოშარდვის დროს უნიტაზზე არ დაჯდეს.
ცნობისათვის, ილია თოფურიამ განაცხადა, რომ სულ რომ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ტიტულის დათმობა მოუწიოს, არმან ცარუკიანს შანსს არ მისცემს და მასთან ბრძოლას არ დათანხმდება.