ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

მოდრიჩი მილანს შეუერთდება - ფაბრიციო რომანომ დაადასტურა

39 წლის ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი კარიერას „მილანში“ გააგრძელებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო წერს.

რომანოს ცნობით, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სადაც მოდრიჩი მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავს, ხორვატი ფეხბურთელი „როსონერის“ შეუერთდება.

„სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. მხარეები ყველა დეტალზე ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში შეთანხმდნენ. ივლისის ბოლოს ლუკა სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „მილანთან“ კონტრაქტს გააფორმებს“, - წერს რომანო.

ცნობისთვის, ლუკა 2012 წლიდან მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავს და „ბლანკოსის“ მაისურით 590-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონაში ბრუნდება - ინიესტა ლა მასიაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს
ბარსელონაში ბრუნდება - ინიესტა ლა მასიაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს