ნეიმარი, სანტოსი
Aa
Aa

გადაწყვეტილება მიიღო - ნეიმარი სანტოსში კიდევ 6 თვით დარჩება

საპნის ოპერა დასრულდა. Globo-ს ინფორმაციით, ნეიმარი და სანტოსი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი მშობლიურ კლუბში კიდევ 6 თვით დარჩება. ნეიმარს სანტოსის მაისურით 2025 წლის ბოლომდე ვიხილავთ. ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გავრცელდება.

ფინანსური ნაწილი მიმდინარე კონტრაქტის ანალოგიური იქნება. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ნეიმარი თავად იქნება საკუთარი მომავლის ბატონ-პატრონი. ის ყოველ სატრანსფერო ფანჯრის დროს თავად გადაწყვეტს დარჩება თუ არა გუნდში.

ამ გზით ის არ იქნება სანტოსზე დამოკიდებული და მომავალი წლის იანვარში თავად განსაზღვრავს დარჩება, თუ წავა. ეს იდეა უკვე მიმდინარე წლის იანვარშიც არსებობდა, როდესაც მან მოკლევადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

33 წლის ბრაზილიელის მთავარი პრიორიტეტი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება და 2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი სანტოსში სწორედ მიმდინარე წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაბრუნდა და ყველაფერი საკმაოდ კარგად დაიწყო, თუმცა ტრავმა მიიღო და დიდი ხნის გამოტოვება მოუწია. ამ მომენტისთვის, მას კორონავირუსი აქვს.

სანტოსში დაბრუნების შემდეგ, ბარსას ყოფილმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდრიგო მორა პსჟ-ში? | „შეთავაზება უკვე მზადდება“
როდრიგო მორა პსჟ-ში? | „შეთავაზება უკვე მზადდება“