ბარსელონაში ბრუნდება - ინიესტა ლა მასიაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს
ბარსელონას ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა კლუბში ბრუნდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა, როგორც ფეხბურთელი.
ესპანური მედიის ინფორმაციით, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ადგილს ლა მასიაში დაიკავებს.
დონ ანდრესი ახალგაზრდა ტალანტებთან იმუშავებს და მათი საფეხბურთო უნარების დახვეწას შეეცდება. ის ასევე ფეხბურთელებს ბარსელონას საკლუბო ღირებულებების აღქმაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტამ საფეხბურთო კარიერა 2024 წელს ემირატებში დაასრულა. ბარსელონა კი 2018 წელს დატოვა.
ასევე შეგახსენებთ, ინიესტა ბლაუგრანას აკადემიის აღზრდილი გახლავთ და პირველ გუნდში 2002 წლიდან თამაშობს. ანდრესმა ბარსასთან ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტურნირი მოიგო. ჩაატარა 674 მატჩი, 57 გოლი გაიტანა და 135 საგოლე გადაცემა შეასრულა.