ზედიზედ მე-18 მოგება - ალკარასმა ლონდონის ტურნირზე გაიმარჯვა
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გამართული ATP 500-ის ტურნირი კარლოს ალკარასის გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ესპანელმა ჩოგბურთელმა ჩეხი ირჟი ლეჰეჩკა სამ სეტში, 7:5, 6:7, 6:2 დაამარცხა და ტრიუმფით კიდევ ერთი გათამაშება დაამთავრა.
შეხვედრა 2 სააათსა და 7 წუთს გაგრძელდა, რომლის დროსაც ალკარასმა ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხუთიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და 18 ეისი შეასრულა. ახალგაზრდა ესპანელ ჩოგბურთელს ზედიზედ 18-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, რაც მის კარიერაში სარეკორდო მაჩვენებელია. საერთო ჯამში კი კარლოსს უკვე 21 ტიტული დაუგროვდა, საიდანაც ხუთი მათგანი 2025 წელს მოიგო და ლონდონში გამარჯვებამდე, როტერდამში, მონტე-კარლოში, რომსა და როლან გაროსის ტურნირზე გავიდა პირველ ადგილზე.
30 ივნისიდან კარლოს ალკარასი უიმბლდონის პრესტიჟულ გათამაშებაში ჩაერთვება, სადაც შარშან მოიპოვა ჩემპიონობა და წელს ტიტულის დაცვა მოუწევს.