კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

ოფიციალურად | კრიშტიანუ რონალდუ ალ-ნასრში რჩება

კრიშტიანუ რონალდუ „ალ-ნასრში“ რჩება - საუდის არაბეთის კლუბმა ინფორმაცია სოციალურ ქსელებში დაადასტურა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კლუბს თავისი მომავალი 2027 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა.

„ჩემს ამბიციებს საზღვარი არ აქვს. სტაბილურობა, მიზანდასახულობა და კოლექტიური მუშაობა - ასე გავხდებით უკეთესები. ამ ამოცანის შესრულებაზე ვმუშაობ მეც. ახალი თავი იწყება“, - განაცხადა რონალდუმ.

ცნობისთვის, რონალდუ „ალ-ნასრს“ 2023 წელს შეუერთდა და ყველა ტურნირზე 111 მატჩში 99 გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ გუშინ „ალ-ნასრის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა სილვიო პიოლიმ დატოვა. ვინ შეცვლის იტალიელ სპეციალისტს, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „დაცვაში ჩამოსვლა ყველას მოუწევს“ - ჩაბი ალონსოს გეგმები
    „დაცვაში ჩამოსვლა ყველას მოუწევს“ - ჩაბი ალონსოს გეგმები