კილიან მბაპე
Aa
Aa

ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის - მბაპე პსჟ-ის უჩივის

კილიან მბაპესა და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის ურთიერთობა თვიდან თვემდე სულ უფრო მეტად იძაბება. აქამდე 26 წლის ფრანგი ფორვარდი დედაქალაქურ კლუბს 55 მილიონ ევროს ედავებოდა, რომელიც მისთვის ბონუსის სახით უნდა გადაეხადათ, თუმცა საბოლოოდ ერთი ცენტიც არ მიუღია. ახლა კი, მბაპემ უკვე ახალ საქმესთან დაკავშირებით შეიტანა სასამართლოში სარჩელი, რომლის განხილვაც უახლოეს მომავალში დაიწყება.

ყველას კარგად ემახსოვრება 2023 წელს განვითარებული მოვლენები, როდესაც იმის გამო, რომ „სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდა, მბაპეს მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიში დროებით აუკრძალეს და შესაბამისად ოპტიმალური კონდიციების შენარჩუნება უჭირდა. კილიანი ახლა თვლის, რომ მაშინდელი საქციელით ნასერ ალ-ხელაიფმა მის გადაწყვეტილებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და სასამართლოში სარჩელი ფსიქოლოგიური ზეწოლის მუხლით შეიტანა და თუ მისი პრეტენზიები საფუძვლიანად ჩაითვლება, მაშინ პარიზულ კლუბს მის სასარგებლოდ საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს, რომლის ზუსტი რაოდენობაც ჯერჯერობით არ სახელდება.

ცნობისათვის, კილიან მბაპემ 2024 წლის ზაფხულში „პარი სენ-ჟერმენი“ იმ მიზეზით დატოვა, რომ ამ კლუბში ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ ახერხებდა, თუმცა ბედის ირონიით, დედაქალაქის კლუბმა წლევანდელ სეზონში ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე სწორედ მისი წასვლის შემდეგ გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მახსოვს მესის, მბაპეს ან ნეიმარს ეს გაეკეთებინოს“ - რანგნიკი ხვიჩამ აღაფრთოვანა
„არ მახსოვს მესის, მბაპეს ან ნეიმარს ეს გაეკეთებინოს“ - რანგნიკი ხვიჩამ აღაფრთოვანა