„დაცვაში ჩამოსვლა ყველას მოუწევს“ - ჩაბი ალონსოს გეგმები
ჩაბი ალონსო რომ საკმაოდ განსწავლული მწვრთნელი და ძლიერი ტაქტიკოსია, „ლევერკუზენში“ მუშაობის დროს არაერთხელ დაამტკიცა და ახლა იგივეს გაკეთებას მადრიდის „რეალშიც“ აპირებს. ბუნებრივია, ბასკ სპეციალისტს საკუთარი იდეების სამეფო კლუბში გასატარებლად გარკვეული დრო აუცილებლად დასჭირდება. ბევრი მისი კოლეგა საკუთარ მიდგომებსა და პრინციპებს მალავს და ამის თაობაზე მხოლოდ ვარჯიშებზე ფეხბურთელებთან საუბრობს, თუმცა ალონსო ამ ყველაფრის გასაჯაროებას არ მოერიდა და ისაუბრა იმ დავალებებზე, რომლის შესრულებაც „ბლანკოსის“ თითოეულ ფეხბურთელს მოუწევს.
ჩაბი ალონსო
როდესაც მეტოქე შემოგვიტევს, დაცვით ოპერაციაში მონაწილეობას არამხოლოდ მცველები, არამედ ჩემი გუნდის მაისურში გამოწყობილი თერთმეტივე ფეხბურთელი უნდა იღებდეს. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ წარმატება მკაცრ პრესინგს მოაქვს და ამ ყველაფერში ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი, ფედერიკო ვალვერდე და კილიან მბაპეც იქნებიან ჩართულები. რაც უფრო მჭიდროდ ეთამაშები მეურვეებს, მით უკეთესი ხდება შენი გუნდი და ამას ყველა გააცნობიერებს, მათ შორის ვინისიუსიც.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალში“ გადასვლამდე ჩაბი ალონსო „ლევერკუზენის“ დამრიგებელი იყო „ფარმაცევტებს“ ერთ სეზონში გერმანიის ბუნდესლიგა, ქვეყნის თასი და სუპერ თასი მოაგებინა.