მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

UFC-ის საუკეთესო მებრძოლი | მერაბი პრესტიჟულ ჯილდოზეა წარდგენილი

ESPY Awards-ი პრესტიჟული ყოველწლიური დაჯილდოებაა, რომელსაც ESPN-ი 1993 წლიდან ატარებს. გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში ვლინდებიან და წლეულს, მათ შორის ქართველი სპორტსმენიცაა.

ESPY-ზე მერაბ დვალიშვილი გამოარჩიეს. „მანქანა“ UFC-ის საუკეთესო მებრძოლის ჯილდოზეა წარდგენილი. მისი კონკურენტები ისლამ მახაჩევი, კაილა ჰარისონი და დრიკუს დუ პლესი არიან. ჰარისონი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და ჯულიანა პენია დააფინიშა, დუ პლესიმ ქამარ შონ სტრიკლენდთან დაიცვა, ხოლო მახაჩევმა რენატო მოიკანოს მოუგო.

დვალიშვილს რაც შეეხება, „მანქანამ“ 2025 წელს ორი ორთაბრძოლა გამართა. იანვარში, ქართველი მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა, შემდეგ კი შონ ომალი დააფინიშა.

ცნობისთვის, ჯილდოზე წარდგენილი მებრძოლები UFC-ის Pound for pound რეიტინგის წევრები არიან. მახაჩევი პირველ ადგილს იკავებს. დვალიშვილი მეორეა, დუ პლესი მეოთხე, ხოლო კაილა ჰარისონი ქალთა Pound for Pound-ის მესამე პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას ხელები ზედმეტად მჭრელია, ჩარლზს მომენტს უპოვის“ - ადესანიას პროგნოზი
„ილიას ხელები ზედმეტად მჭრელია, ჩარლზს მომენტს უპოვის“ - ადესანიას პროგნოზი